მენიუ

TOP FILES

Chat

გამოკითხვა
Life is...
სულ პასუხი: 41

CS 1.6 SERVERS
             
                  



Pages:


Nobless -is Ageba


Path to Nobless

ნაწილი I

ჯილდო: გამოცდილება და შესაძლებლობა გახდეთ დიდგვაროვანი;
მოთხოვნები: ქვე-კლასის დონე მინიმუმ 50 ლეველი

დაიწყეთ ქვესტი Talien-თან, იგი დგას ადენის ეკლესიისკენ მიმავალი კიბის მარჯვენა მოაჯირზე

მივფრინავთ გირანში, და ვესაუბრებით Gabrielle-ს, ის გირანის მოედნის მარცხენა მხარეს დგას

მივრბივართ Death Pass-ში, იქ ვეძებთ შესასვლელს Dragon Valley-ში, შესასვლელთან დგას საზიზღარი გარეგნობის NPC: Gillmore, ვეჭორავებით მას. (თუ 7 ნიშანში თქვენმა მხარემ გაიმარჯვა, თქვენ შეგიძლიათ ეგრევე გადაფრინდეთ გირანიდან Death Pass-ში)

ახლა მივემართებით დიონ-ში, აქედან TP Beehive-ში, გახსენით რუქა და მიყევით მაჩვენებელს, იგი მიგიყვანთ გამოქვაბულთან სადაც იმკოფებიან საჭირო მონსტრები

მოკალით მედუზის მსგავსი მობები სანამ არ მიიღებთ ქვესტის ნივთს.
ვბრუნდებით ადენში და ვესაუბრებით Talien-ს, შემდეგ მივფრინავთ Saint’s Necropolis, შემდეგ ვიყენებთ Scroll Of Eskape(SoE)-ს რათა მოვხვდეთ ჰეინე-ში.
აქ ვეძებთ მაგიურ მაღაზიას და იქ ვესაუბრებით გნომს სახელად Mellody Maestro.

ახლა ისევ გირან-ში და ტელეპორტი Dragon Valley-ში, ტელეპორტის ადგილიდან მივრბივართ LoA-ს საპირისპირო მიმართულებით და ვხოცავთ Marluc Succubus და Marluc Succubus Turen, სანამ არ მივიღებთ 10 ბრჭყალს. აღივსეთ მოთმინებით, ამ ნივთის დროპის ალბათობა ძალიან მცირეა.

ვბრუნდებით ჰეინე-ში და ვესაუბრებით გნომს.
კვლავ გვიწევს ადენის მონახულება, ვესაუბრებით თალიენ-ს. შემდეგ ვაკეთებთ ტელეპორტს რუნე-ში, აქედან გადავდივართ Rune Castle Town Temple-ში. მოძებნეთ ეკლესიაში Virgil, აივანზე მდგომი 3 NPC-დან ერთ-ერთი. დაიმახსოვრეთ სამივე, ისინიც ნობლესის ქვესტისთვის არიან.

ვესაუბრებით ვირგილს, შემდეგ დანარჩენ ორს, შემდეგ გადავდივართ Rune Castle Toen Guild-ში, შევრბივართ შიგნით და ვესაუბრებით იქ მყოფ NPC-ს.

ვბრუნდებით Rune Castle Town Store-ში და მივფრინავთ Swamp Of Screams-ში. ვჟლიტავთ Splinter Stakato Drone-ებს.

მათ აქვთ რეზისტები და აყენებენ სისხლმდენ ჭრილობებს. და საერთოდ აქ ყველა მობი აგრესიულია. 50 ლეველზე მარტომ არც კი იფიქროთ იქ მისვლა. მათგან ვარდება Crimson Moss (დამოუკიდებლად იმისა დაარტყით თუ არა ბოლოს) დროპი საშინლად მცირეა, აქაც მოთმინება გმართებთ. როცა შეაგროვებთ 5 ცალ მოსს-ს დაბრუნდით NPC-სთან Rune Castle Town Guild-ში. ვბრუნდებით ეკლესიაში, აივანზე ვესაუბრებით გოგონას, შემდეგ ვირგილს, ის გაგაგზავნით გოდარდ-ში Caradine-სთან.

ვეჭორავებით Caradine-ს, იგი გაგიშვებთ გოდარდის მჭედელთან

ის კი მოგთხოვთ აწ უკვე ნახსენებ 1 Hellfire Oil-ს და 5 Lunagrent-ს (Qwest Supplier Of Reagents, Ivory Tower). როდესაც მათ მიიღებთ, დაბრუნდით მჭედელთან, შემდეგ კი Caradine-სთან. მორჩა, თქვენ მიიღეთ გამოცდილება და Virgil-ის წერილი. წერილში წერია რომ ვირგილს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება!

გილოცავთ! თქვენ დაამთავრეთ მისიის I ნაწილი, გაგახარებთ - დაგრჩათ კიდევ 3, გაესაუბრეთ Master Virgil-ს გაგრძელებისათვის.

ნაწილი II

ჯილდო: გამოცდილება და შესაძლებლობა გახდეთ დიდგვაროვანი;
მოთხოვნები: ქვე-კლასის დონე მინიმუმ 60 ლეველი და შესრულებული I ნაწილი.

გახსოვთ, Master Virgil-ს ესაჭიროება თქვენი დახმარება ახლავე! მაშინ რატომ უკვე არ ხართ იქ?! თუ უკვე იქ ხართ შეგიძლიათ დაიწყოთ ქვესტი! Master Virgil-ის საყვარელ შვილიშვილს დაესიზმრა საშინელი სიზმარი პრინცესაზე, რომელსაც დახმარება ესაჭიროება. თქვენ რა თქმა უნდა ყველაფერში გაერკვევით. (სხვა რა გზა გაქვთ) თქვენ უნდა იპოვნოთ დახოცილი ანგელოზების ხროვა საზიზღარი გარეგნობის NPC-ს გარშემო, მათ იპოვით Swamp Of Scream-ის ტერიტორიაზე, მიყევით მაჩვენებელს.

იმედია გეყოფათ გამბედაობა გაესაუბროთ ამ ბუნების შეცდომას, იგი გეტყვით რომ იგი ცდილობდა ეშველა პრინცესასთვის, ამიტომ მოუხდა ანგელოზების დახოცვა. მან არ იცის საით წავიდა იგი. ჩაუტარეთ გამოკვლევა ანგელოზებს, ისინი ქრებიან თქვენი ნეკროფილური აქტის შემდეგ, ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ ჩნდებიან, გააგრძელეთ დათვარიელება სანამ ერთ-ერთში არ იპოვით Single Blonde Hair. ისევ გვიწევს “მისტერ ადენის სილამაზე”-სთან გასაუბრება. ის გვაგზავნის Witch Calis-თან რომელიც იმყოფება Ivory Tower-თან. (ვისაც განაკეთები აქვს კლანის 4 ლეველის ქვესტი, ის ადვილად მიაგნებს ამ კუდიანს)

Calis-ი ცდილობს გაარკვიოს პრინცესის ადგილსამყოფელი შელოცვის მეშვეობით. ის გეტყვით რომ მას ესაჭიროება მარაგები თავისი შელოცვისთვის, მიყევით მაჩვენებელს, იგი მიგიყვანთ Alchemist Matild-თან.

გამოართვით მარაგები და მიართვით კალის-ს. აქ უზუსტობაა: ან დაელაპარაკეთ NPC-ს ან მაშინვე წადით Vally Of Satint-ში. თვითონ ცადეთ.
გაიარეთ Vally Of Saint-ი, მიყევით მაჩვენებელს, იპოვნით გამოქვაბულს. დახოცეთ ქვესტ მონსტრები რათა მიიღოთ Orbs Of Binding. აქ მოთმინება არ დაგჭირდებათ რადგან დროპი 100%-ია. როდესაც მიიღებთ 4 ორბს დაელაპარაკეთ 4 Seal-ს რა გამოიყენეთ მათზე ეს ორბები.

როცა ამ სეალ-ებს დაამტვრევთ გაჩნდება მარტორქა, რომელიც სინამდვილეში არის კიდეც პრინცესა. გილოცავთ თქვენ იგი გადაარჩინეთ, დაბრუნდით ვირგილთან.
დაელაპარაკეთ ვირგილს და მასთან მდგომ NPC-ს. თქვენ მიიღებთ გამოცდილებას და Caradine-ს წერილს.

გილოცავთ! თქვენ დაამთავრეთ მისიის II ნაწილი, დაგრჩათ კიდევ 2

ნაწილი III

ჯილდო: გამოცდილება და შესაძლებლობა გახდეთ დიდგვაროვანი;
მოთხოვნები: ქვე-კლასის დონე მინიმუმ 65 ლეველი და შესრულებული I და II ნაწილი

.დაელაპარაკეთ Caradine-ს გოდარდ-ში. თქვენ შეიტყობთ რომ პრინცესა ძალიან სუსტადაა, და მას ესაჭიროება განსაკუთრებული ნივთები რათა მომჯობინდეს და გათავისუფლდეს წყევლისაგან. და რათქმაუნდა თქვენ, ისევ და ისევ თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ პრინცესა თუ იპოვით ამ ნივთებს. (არ დაიზაროთ, პრინცესა ძალიან სიმპატიურია)
2.ჩარადინე გთხოვთ მოინადიროთ ნივთები Valey Of Saints-ში მობებიდან: Pilgrim Of Splendor, და Judge Of Splendor. ვაკეთებთ ტელეპორტს ვალი ოფ საინტ-ში (Seven Sign Priest-ისგან), ან თუ არ გეზარებათ შეგიძლიათ მიირბინოთ. შესასვლელიდან გაიქეცით პირდაპირ, შემდეგ მარჯვნივ. შემდეგ იარეთ ზემოთ სანამ არ გადაივლით ხიდს, შემობრუნდით მარჯვნივ. (აქ კი ყველა მიგასწავლით Pilgrim Of Splendor და Judge Of Splendor -ს . მონსტრები არიან ჯგუფ-ჯგუფად, ხოცეთ ისინი სანამ არ მიიღებთ ქვესტის ნივთს.

3.ირბინეთ გამოქვაბულის გარშემო სანამ არ იპოვით Judge -ს ხოცეთ სანამ არ მოგწყინდებათ ან სანამ ქვესტის ნივთს არ მოგცემთ.

4. მიუტანეთ ნივთები Caradine-ს, გაირკვევა რომ საჭიროა კიდევ 1 ნივთი. რათა მიიღოთ ის, თქვენ დაგჭირდებათ 70 ლეველიანი ბოსის მოკვლა სახელად Barakiel რომელიც აწ მრავალჯერ ნახსენებ Valey Of Saints -ში იმყოფება. Valey Of Saints -ში დაინახავთ გამჭვირვალე კედლისმაგვარ კლდეს რომელში შესვლის შემდეგაც დაინახავთ ულამაზეს რაიდ ბოსს რომელსაც 5 ახმახი იცავს. შეაგროვეთ პარტი (7 მაგი, 1 ჰეალერი, 1 ტანკი) და დაიპყარით ბარაკიელი. გაითვალისწინეთ რომ ვინც ქვესთს ასრულებს არუნდა ედოს ნობელსს.

5. როდესაც მიზანს მიაღწევთ დაბრუნდით Caradine-სთან. თქვენ პრინცესა გადაარჩინეთ!
თქვენ მიიღებთ გამოცდილებას და წერილს რომელიც უფლებას გაძლევთ დაიწყოთ მე IV ქვესტი

ნაწილი IV

ჯილდო: დიდგვაროვნის სტატუსი, Noblesse Tiara.
მოთხოვნები: ქვე-კლასის დონე მინიმუმ 75 ლეველი და შესრულებული I, II და III ნაწილი.

დაელაპარაკეთ Caradine-ს გოდარდში. მის ბოსს უნდა თქვენთან გასაუბრება. იგი გატელეპორტებთ მასთან, როდესაც მზად იქნებით. მაშინვე მიდით მასთან.
თქვენ გადაგიყვანენ კოლიზეუმში, დაინახავ დედოფლისმაგვარ NPCს.

გაესაუბრე მას, ნუ გრცხვენია, შენ გაიგებ რომ სინამდვილეში ეს არის ქალღმერთი ევა! ის გთხოვთ მუდმივ მხარდაჭერას ამ კონფლიქტებით არეულ სამყაროში. თუ მას ერთგულებას შეჰფიცებთ გახდებით დიდგვაროვანი და მიიღებთ ნივთს - დიდგვაროვანის გვირგვინს (Noblesse Tiara).

გილოცავთ! ეხლა კი მივხედოთ შემდეგ ქვესტს

Supplyer Of Reagents

ჯილდო: A-გრადე ნივთების ნაწილები, მთლიანი B-გრადე ნივთები.
მოთხოვნები: ქვე-კლასის დონე მინიმუმ 75 ლეველი და შესრულებული I, II და III ნაწილი.

ქვესტი იწყება Trader Wasley-სთან Ivory Tower-ის მიწისქვეშეთში. უნდა ინადიროთ შემდეგ მონსტრებზე:

Tower of Insolence: Crendion, Hallate's Maid, Hallate's Guardian, Platinum Tribe Shaman და Platinum Guardian Shaman.
Blazing Swamp: Lava Wyrm და Hames Orc Shaman

საქვესტო ნივთები:
Lava Wyrm: Wyrms Blood
Hallate's Guardian: Demon's Blood
Hallate's Maid (მესამე სართული): Brown Reagent Pouch
Crendion: უცნობია
Platinum Tribe Shaman: Brown Reagent Pouch
Platinum Guardian Shaman: Reagent Box
Hames Orc Shaman: Grey Reagent Pouch, Quicksilver

Grey Reagent Pouch იქცევა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთში:
2 Volcanic Ash(s), 2 Quicksilver(s), Lava Stone, Moonstone Shard

Reagent Box:
2 Blood Root(s), Infernium Ore

Brown Reagent Pouch:
Infernium Ore, Rotten Bone Piece, 2 Sulfur(s)

მიიტანეთ რეაგენტები Mixing Urn-თან, რომელიც იმყოფება იმავე მიწისქვეშეთში სადაც აიღეთ ქვესტი. ირჩევთ რომელ რეაგენტს ურევ რომელ ტემპერატურაზე.
დაბალი ტემპერატურაა 1- Salamander. უსაფრთხო მაგრამ შედეგი ნაკლები რაოდენობისაა. მაღალი ტემპერატურა 3- Phoenix შეუძლია გაანადგუროს, ან დაამზადოს მეტი რეაგენტი. თქვენ უნდა შეაგროვოთ რეაგენტები რომლებიც შედიან ფორმულებში.

რეაგენტების ხარშვის ფორმულები:
Dracoplasm: 10 Wyrm's Bloods, 1 Blood Root
Magma Dust: 10 Lava Stones, 1 Volcanic Ash
Moon Dust: 10 Moonstone Shards, 1 Volcanic Ash
Necroplasm: 10 Rotten Bone Pieces, 1 Blood Root
Inferno Dust: 10 Infernium Ores, 1 Volcanic Ash
Demonplasm: 10 Demon Blood, 1 blood Root
მაღალი ხარისხის რეაგენტების ფორმულები:
Draconic Essence: 10 Dracoplasms, 1 Quicksilver
Fire Essence: 10 Magma Dusts, 1 Sulfur
Lunargent: 10 Moon Dusts, 1 Quicksilver
Midnight Oil: 10 Necroplasms, 1 QuickSilver
Demonic Essense: 10 Demonplasms, 1 Sulfur
Abyss Oil: 10 Inferno Dusts, 1 Sulfur

ავტორი: S (შესწორებები შეიტანაLORD მა)



Category: LineAge | added: MAKAVELI | Author: [E-mail]  

Views: 3496 |


Total comments: 0
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ ავტორიზებული საიტზე, იმისთვის რომ სრულად
ნახოთ სიახლე აუცილებელია ავტორიზაცია, თუ არ ხართ რეგისტრირებული ჩვენს საიტზე
მაშინ დარეგისტრირდით ხოლო თუ ხართ უბრალოდ მოახდინეთ ავტორიზაცია.


    

       

სახელი *:
Email *:
კოდი *:
 
შესვლა

ძიება

მეგობარი საიტები
WWW.NRG.GE


ADVERTISMENT


USERS

ამჟამად ონლაინშია: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0


Counters
დონატორობა სერვერზე
1 Coin Of Live = 1 ლარი
სახელის შეცვლა (%$@!@#%^) სიმბოლოების ჩამატება - 5 ლარი
ნებისმიერი სკლის დამატება - 20 ლარი
ჰირო 10 დღე - 5 ლარი
ჰირო 20 დღე - 10 ლარი
ჰირო 30 დღე - 15 ლარი
მუდმივი ჰირო - 50 ლარი
S Grade იარაღი +70 = 50 ლარი
S Grade სეტი +50 = 60 ლარი


დონატორობაზე დაგვიკავშირდით Skype: makaveli_var
Emoney.ge ანგარიში - 360074202

¶    დარეგისტრირდით საიტზე: www.emoney.ge
¶    შეავსეთ თქვენი emoney-ს ანგარიში  მომენტალური გადახდის აპარატების მეშვეობით:
¶    გადარიცხეთ თანხა თქვენი ანგარიშიდან ანგარიშის ნომერზე Emoney: 360074202   მოკლე აღწერაში  მიუთითეთ პერსონაჟის ნიკი და ნივთის დასახელება.

შენიშვნა: eMoney-ს საიტიდან თანხის გადმორიცხვის დროს, თუ მონიშნავთ პუნქტს: "ჩარიცხვის დადასტურება”,  Skype მისამართზე: makaveli_var უნდა გამოგვიგზავნოთ დასტურის კოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში გადარიცხვა ვერ დასრულდება და სასურველი ნივთი არ გადმოგეცემათ.

    აღნიშნული ოპერაციის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ Coin Of Live, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ნებისმიერი ნივთის ყიდვას Gm Shop -ში.